Hiteco Excavation მიწის სამუშაოები

მიწის სამუშაოების დაწყებამდე დეტალურად ვსწავლობთ გეოლოგიურ დასკვნასა და  ქვაბულის გეგმას.

ვეცნობით გრუნტის ფენებსა და ქვაბულის კონსტრუქციულ ნაწილს

 ჩვენი პროფესიონალი  გეოდეზისტების გუნდი იწყებს ქვაბულის დაკვალვას.

გეოლოგიურ დასკვნაში თუ გვიფიქსირდება გრუნტის წყალი ან კლდოვანი ფენები, ვემზადებით შესაბამისად: მუშაობის პროცესში გრუნტის წყლების აღმოჩენის დროს  ვაწყობთ  უშუალოდ ქვაბულის ტუმბოებს და სანიაღვრე სისტემას,  ხოლო კლდოვანი მასის შემთხვევაში ვამზადებთ შესაბამის ჰიდრავლიკურ ჩაქუჩებს ე.წ. “კოდალებს”.

პარალელურად ვაწყობთ სამუშაო ობიექტის ტერიტორიას. საჭიროების შემთხვევაში კი ვაწყობთ შესაბამის დამხმარე ნაგებობებს,  საბურავების გასარეცხი ადგილი და საწვავის ავზებისთვის საჭირო საწყობს.

ამის შემდეგ იწყება ექსკავაციის სამუშაოები, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჩვენი კომპანიის გამოცდილი მენეჯერები, აორგანიზებენ ქვაბულის ამოღების პროცესს, ახდენენ მძიმე ტექნიკის მართვას, ხოლო რიგ შემთხვწევებში იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს და ახდენენ ნიველირებას.

გრუნტის წყლის შემოდინების შემთხვევაში დამკვეთს არ უწევს დამატებითი ტუმბოების შეძენა და ქვაბულში დამონტაჟება.

ჩვენ უმაღლესი ხარისხით ვასრულებთ ქვაბულის ამოღების სრულ მომსახურებას!

მსგავსი სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა
May 1, 2023

აზომვითი ნახაზები

May 1, 2023

წარმატების გასაღები

March 15, 2023

მომსახურებათა ფართო სპექტრი

აზომვითი ნახაზები

March 16, 2023

Leica

რა არის გეოდეზია?

March 16, 2023

Hiteco Group

გეოდეზია

Hiteco Group გილოცავთ 8 მარტს!

Hiteco Excavation გილოცავთ 8 მარტს!

ჩვენი ღირებულებები

February 10, 2020
Inspiration

პასუხისმგებლიანი პარტნიორი

April 30, 2020
Design

აზომვითი ნახაზები

ააშენე ჩვენთან ერთად!