ენდე
პროფესიონალებს !

ჩვენს შესახებ

ჩვენი  გუნდის მიზანია, შექმნას  ხარისხიანი პროდუქტი ქართულ ბაზარზე, რათა ზედმიწევნით დააკმაყოფილოს დამკვეთის ყველა მოთხოვნა და ხელი შეუწყოს სრულიად ახალი და თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში.  

პრინციპული მნიშვნელობა აქვს ხარისხსა და სამუშაოების მაღალი სტანდარტით შესრულებას.
‍ჩვენი ბიზნეს მოდელის უმთავრესი კომპონენტი უსაფრთხოების ყველა წესების დაცვით, პროექტის უმოკლეს ვადაში დასრულებაა.

გუნდის თითოეული წევრს ზურგს უმაგრებს მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და ცოდნით გამყარებული პროფესიონალური ხედვა.

ჩვენ გვჯერა რომ შეგვიძლია შევქმნათ უნიკალური და სამაგალითო მემკვიდრეობა ქართულ სამშენებლო კულტურაში!

სერვისები

სამშენებლო სამუშაოები

სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ჩვენი ტექნიკური გუნდი განიხილავს კონსტრუქციულ პროექტს, აანალიზებს ნახაზს და ამუშავებს დეტალებს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტია სამუშაოების მოცემულ ვადაში უმაღლესი სტანდარტებით ჩატარება.
შემდგომ ეტაპზე საქმეს განაგრძობს გამოცდილი სამშენებლო გუნდი/ბრიგადა და იწყებს სამშენებლო სამუშაობის შესრულებას. პროექტს ყოველთვის ვაბარებთ დროულად, რადგან ჩვენს მთავარ ღირებულებას კლიენტის სანდოობა და კმაყოფილება წარმოადგენს.

მიწის სამუშაოები/სამშენებლო მძიმე ტექნიკის მომსახურება

მიწის სამუშაოების დაწყებამდე დეტალურად ვსწავლობთ გეოლოგიურ დასკვნასა და  ქვაბულის გეგმას.
ვეცნობით გრუნტის ფენებსა და ქვაბულის კონსტრუქციულ ნაწილს.

გეოლოგიურ დასკვნაში თუ გვიფიქსირდება გრუნტის წყალი ან კლდოვანი ფენები, ვემზადებით შესაბამისად: მუშაობის პროცესში გრუნტის წყლების აღმოჩენის დროს  ვაწყობთ  უშუალოდ ქვაბულის ტუმბოებს და სანიაღვრე სისტემას,  ხოლო კლდოვანი მასის შემთხვევაში ვამზადებთ შესაბამის ჰიდრავლიკურ ჩაქუჩებს ე.წ. “კოდალებს”.

ჩვენი პროფესიონალი  გეოდეისტების გუნდი იწყებს ქვაბულის დაკვალვას.

პარალელურად ვაწყობთ სამუშაო ობიექტის ტერიტორიას. საჭიროების შემთხვევაში კი ვაწყობთ შესაბამის დამხმარე ნაგებობებს, საბურავების გასარეცხი ადგილი და საწვავის ავზებისთვის საჭირო საწყობს.

ამის შემდეგ იწყება ექსკავაციის სამუშაოები, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჩვენი კომპანიის გამოცდილი მენეჯერები, აორგანიზებენ ქვაბულის ამოღების პროცესს, ახდენენ მძიმე ტექნიკის მართვას, ხოლო რიგ შემთხვწევებში იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს და ახდენენ ნიველირებას.

დამკვეთს ვაბარებთ ქვაბულს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, შესაბამისად ვამცირებთ მათ დანახარჯებს დამატებით ადამიანურ რესურს.

ასევე გრუნტის წყლის შემოდინების შემთხვევაში დამკვეთს არ უწევს დამატებითი ტუმბოების შეძენა და ქვაბულში დამონტაჟება.

გეოდეზიური მომსახურება

სამშენებლო გეოდეზია

მაღალ სართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დროს აუცილებელია სწორი გეოდეზიური სამუშაოების ჩატარება. ჩვენი პროფესიონალი გუნდი, მშენებლობის ფუნდამენტიდან, ქვაბულიდან, ნაგებობის დასრულებამდე უძღვება შესაბამის სამუშაოებს. კონსტრუქციისა და არქიტექტურული ნახაზის საფუძველზე ახდენს ზუსტი მონახაზების გადატანას და კვალავს კონსტრუქციულ ელემენტებს.

ეს უმნიშვნელოვანესი საქმეა მშენებლობის სრულფასოვნად განსახორციელებლად, რათა მშენებლობა იყოს სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში და მოხდეს მისი ექსპლუატაციაში მიღება.

აზომვითი ნახაზები

აზომვითი ნახაზების მომზადება (მიწის გამიჯვნა/გაერთიანება, ნაკვეთის საზღვრების დადგენა, სერვიტუტი)

ტოპოგეგმის მომზადება (ტოპოგრაფიული გადაღება)
შიდა აზომვები.

საინჟინრო გეოდეზიური მომსახურება (კორპუსის, გზისა და კომუნიკაციების მშენებლობაზე).

კონსტრუქციული დეტალების დაკვალვა ( სვეტები, დიაფრაგმები, ფილის კონტური).

ნიშნულებისა და კოორდინატების კონტროლი.

საყრდენი წერტილების ქსელის შექმნა.

საშემსრულებლო ნახაზების მომზადება.

ქვაბულის დაკვალვა.

მიწის სამუშაოების მოცულობის დათვლა.

მისია - უმაღლესი ხარისხით, დათქმულ ვადებსა და კონკურენტულ ფასებში, მოვემსახუროთ პარტნიორებს ნებისმიერი სირთულის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაში. 



ღირებულება - ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს სამუშაოების უმაღლესი სტანდარტით, მაქსიმალურად სწრაფად შესრულებას, რისი გარანტიც ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. 



მიზანი - ვიყოთ უალტერნატივო პარტნიორი ხარისხის მაძიებელი სამშენებლო კომპამიებისა თუ კერძო პირებისთვის. 



სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა
May 1, 2023

აზომვითი ნახაზები

May 1, 2023

წარმატების გასაღები

March 15, 2023

მომსახურებათა ფართო სპექტრი

აზომვითი ნახაზები

March 16, 2023

Leica

რა არის გეოდეზია?

March 16, 2023

Hiteco Group

Hiteco Excavation მიწის სამუშაოები

გეოდეზია

Hiteco Group გილოცავთ 8 მარტს!

Hiteco Excavation გილოცავთ 8 მარტს!

ჩვენი ღირებულებები

February 10, 2020
Inspiration

პასუხისმგებლიანი პარტნიორი

April 30, 2020
Design

აზომვითი ნახაზები

ააშენე ჩვენთან ერთად!